Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

   
       ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გადავხედეთ ახალი ბლოგის შექმნის პრინციპებს და ბლოგში გაჯეტებზე მუშაობას.
         ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე და ვისწავლეთ ის თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია.ვიმუშავეთ power point-ში და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია და გავეცანით იმ ძირითად  პუნქტებს რომლებსაც უნდა შეიცავდეს მოსწავლის პრეზენტაცია.შევისწავლეთ power point-ში დიაგრამების გაკეთება.
        გავეცანით შეფასების რამოდენიმე  რუბრიკას და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
        გზამკვლევში გადავხედეთ პროექტების გეგმებს და ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ პროექტის გეგმა,რაც შემდგომ გამოგვადგება ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს.
        ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება ჩვენი პროექტის გეგმის შექმნა.
         დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგზე
          .

No comments:

Post a Comment