Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის შეჯამება



     ჩვენ გავიარეთ ინტელის სასწავლო კურსი. ტრენინგის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ქეთევან ცერაძე.
     ტრენინგის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო უნარების უნარების განვითარება.
      ეს ტრენინგი დაგვეხმარება სასწავლო პროცესში პროექტების განხორციელების დროს.
      ტრენინგის ყოველი დღე იყო ნაყოფიერი და ბევრის მომცემი.                                    
      ქალბატონ ქეთისთან მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის და განათლების სამინისტროს.

ტრენინგის მეცხრე დღე




       ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
       გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები.
        ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნა და მთავარი გვერდების დამატება მოსწავლის  ბლოგში. ვისწავლეთ ისიც თუ როგორ უნდა ავტვირთოთ ვიდეო youtube -დან ჩვენს ბლოგზე და მისი რედაქტირება.
        ვისწავლეთ  picasaweb.com - ში მუშაობა, ვიდეო ალბომების შექმნა და მისი ატვირთვა ჩვენს ბლოგზე.
        შევაჯამეთ განვლილი ტრენინგი და დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს გლოგზე.

Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე


     ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.გადავხედეთ პროექტის გეგმას და  გავაკეთეთ ჩასწორებები.
      ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა და მისი მოთავსება ჩვენს საქაღალდეში.ფასილიტაციის რესურსი დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე  მუშაობის პროცესში.დავინახეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა ჩვენს მომავალ საქმიანობაში.
        გადავხედეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.
        ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ თუ როგორ მივანიჭოთ ჩვენს საქაღალდეს ინტერნეტ მისამართი.ვისწავლეთ სიის გაჯეტის გაკეთება და მისი მეშვეობით ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
       დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგზე.

Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


   ტრენინგის მეშვიდე დღე  დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს.
    ვიმუშავეთ მოსწავლის საჭიროებებზე და მათ გათვალისწინებაზე ჩვენს პროექტზე მუშაობისას,ვისწავლეთ როგორ მოვარგოთ  პროექტი სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს,მათი დონის და უნარების გათვალისწინებით.შევადგინეთ მათი დავალებები

       ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და  სასწავლო პროცედურებზე.პროექტის მიმდინარეობაზე,პრეზენტაციაზე და  ძირითად მიმართულებებზე.
   განვსაზღვრეთ თუ რა მასალა და რესურსები გვჭირდება პროექტის მიმდინარეობისას და განვსაზღვრეთ როგორი უნდა იყოს პროექტის საბოლოო სახე.

       დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგში.

Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

   
       ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გადავხედეთ ახალი ბლოგის შექმნის პრინციპებს და ბლოგში გაჯეტებზე მუშაობას.
         ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე და ვისწავლეთ ის თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია.ვიმუშავეთ power point-ში და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია და გავეცანით იმ ძირითად  პუნქტებს რომლებსაც უნდა შეიცავდეს მოსწავლის პრეზენტაცია.შევისწავლეთ power point-ში დიაგრამების გაკეთება.
        გავეცანით შეფასების რამოდენიმე  რუბრიკას და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
        გზამკვლევში გადავხედეთ პროექტების გეგმებს და ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ პროექტის გეგმა,რაც შემდგომ გამოგვადგება ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს.
        ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება ჩვენი პროექტის გეგმის შექმნა.
         დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგზე
          .

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე


     ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
     გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს რომლებიც შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში,რაც შემდგომ გამოგვადგება პროექტზე მუშაობის პროცესში.
     ვიმუშავეთ ბლოგზე.ვისწავლეთ ბლოგში კომენტარების გაკეთება.
     შევქმენით ახალი ბლოგი. ვიმუშავეთ გაჯეტებზე და ვისწავლეთ ბლოგში სურათის,გამოკითხვის და html ის გაჯეტების შექმნა.გაჯეტების გამოყენებას შევძლებთ ბლოგზე და პროექტზე  მუშაობის დროს .

   დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგში.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე


   ტრენინგის მეოთხე დღეს გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.გავეცანით შეფასების ძირითად მეთოდებს და გავეცანით შეფასების განმავითარებელ და განმსაზრვრელ მეთოდებს, რაც დაგვჭირდება პროექტის გეგმაზე მუშაობის დროს, რადგან შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას და  უნარ-ჩვევებს.
      გავეცანით დროში გაწერილ   შეფასების გეგმას, გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.                                                                                                                                               ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ  ბლოგის წაშლა აღდგენა,ბლოგის დიზაინის შეცვლა და სურათის ჩასმა დამუშავება.
      დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ბლოგში.