Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


   ტრენინგის მეშვიდე დღე  დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს.
    ვიმუშავეთ მოსწავლის საჭიროებებზე და მათ გათვალისწინებაზე ჩვენს პროექტზე მუშაობისას,ვისწავლეთ როგორ მოვარგოთ  პროექტი სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს,მათი დონის და უნარების გათვალისწინებით.შევადგინეთ მათი დავალებები

       ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და  სასწავლო პროცედურებზე.პროექტის მიმდინარეობაზე,პრეზენტაციაზე და  ძირითად მიმართულებებზე.
   განვსაზღვრეთ თუ რა მასალა და რესურსები გვჭირდება პროექტის მიმდინარეობისას და განვსაზღვრეთ როგორი უნდა იყოს პროექტის საბოლოო სახე.

       დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგში.

Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

   
       ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გადავხედეთ ახალი ბლოგის შექმნის პრინციპებს და ბლოგში გაჯეტებზე მუშაობას.
         ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე და ვისწავლეთ ის თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია.ვიმუშავეთ power point-ში და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია და გავეცანით იმ ძირითად  პუნქტებს რომლებსაც უნდა შეიცავდეს მოსწავლის პრეზენტაცია.შევისწავლეთ power point-ში დიაგრამების გაკეთება.
        გავეცანით შეფასების რამოდენიმე  რუბრიკას და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
        გზამკვლევში გადავხედეთ პროექტების გეგმებს და ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ პროექტის გეგმა,რაც შემდგომ გამოგვადგება ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს.
        ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება ჩვენი პროექტის გეგმის შექმნა.
         დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგზე
          .

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე


     ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
     გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს რომლებიც შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში,რაც შემდგომ გამოგვადგება პროექტზე მუშაობის პროცესში.
     ვიმუშავეთ ბლოგზე.ვისწავლეთ ბლოგში კომენტარების გაკეთება.
     შევქმენით ახალი ბლოგი. ვიმუშავეთ გაჯეტებზე და ვისწავლეთ ბლოგში სურათის,გამოკითხვის და html ის გაჯეტების შექმნა.გაჯეტების გამოყენებას შევძლებთ ბლოგზე და პროექტზე  მუშაობის დროს .

   დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგში.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე


   ტრენინგის მეოთხე დღეს გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.გავეცანით შეფასების ძირითად მეთოდებს და გავეცანით შეფასების განმავითარებელ და განმსაზრვრელ მეთოდებს, რაც დაგვჭირდება პროექტის გეგმაზე მუშაობის დროს, რადგან შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას და  უნარ-ჩვევებს.
      გავეცანით დროში გაწერილ   შეფასების გეგმას, გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.                                                                                                                                               ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ  ბლოგის წაშლა აღდგენა,ბლოგის დიზაინის შეცვლა და სურათის ჩასმა დამუშავება.
      დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ბლოგში.

Saturday, February 14, 2015

ტრენინგის მესამე დღე

 

ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ  მეორე დღეს ნასწავლი მასალა,ბუკლეტის დამზად ების წესები და დავიწყეთ მუშაობა პროექტზე.  დავიწყეთ პროექტის გეგმის წერა და სტანდარტების შესაბამისობაზე  ვიმუშავეთ. დავადგინეთ სტანდარტები  რაც დაგვეხმარა პროექტის გეგმის დაწერაში,რაც წარმოადგენს პროექტის პირველ ეტაპს.  განვსაზღვრეთ პროექტის  ძირითადი მიზნები.    21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის ტაქსონომიის ზმნები დაგვეხმარა პროექტის მიზნების ჩამოყალიბებაში.გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს  და ვიმუშავეთ მასზე.ეს კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს  სწორი მიმართულებით განაგრძონ მუშაობა პროექტზე.                                                                                      
         დღის ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგზე და ტრენინგის მესამე დღეს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგზე.

Sunday, February 8, 2015

ტრენინგის მეორე დღე

     

                                                                                                                                     

           ტრენინგის მეორე დღეს გაავეცანით საშინაო დავალებებს და ერთმანეთის პროექტები მიმოვიხილეთ.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრი და შეხედულებები რაც გამოგვადგება შემდგომ პროექტებზე მუშაობაში.                                                                                
           გავიმეორეთ  ტრენინგის პირველ დღეს ნასწავლი მასალა, რაც დაგვეხმარა ახალი მასალის უკეთ ათვისებასა და გაგებაში.                                                                                                    
          გავიმეორეთ word -ის ინსტრუმენტები და ვისწავლეთ როგორ დავამზადოთ ბუკლეტები,რომელიც უნდა დამზადდეს პროექტის დაწყებამდე.ეს ბუკლეტი დაინტერესებულ პირებს აუხსნის პროექტის დანიშნულებას და აქტუალობას.ამის შემდეგ დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტები რომელიც დაგვეხმარება პროექტის წარმართვაში.                                                                                                                                                        
      ტრენინგის მეორე დღის ბოლოს   ვიმუშავეთ ბლოგებზე, გავარჩიეთ ბლოგის რამდენიმე ინსტრუმენტი.ჩვენი დღევანდელი დღის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგზე.

Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ერთმანეთს.

გავეცანით ინტელის ძირითად კურს.გავეცანით გზამკვლევს და ვისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა.შევქმენით პროექტის  პორტფოლიო.გავეცანით კურსის რესურსებს რომელსაც გამოვიყენებთ პროექტებზე მუშაობისას,შემდეგ განვიხილეთ პროექტები და შევქმენიშ ბლოგები