Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის შეჯამება



     ჩვენ გავიარეთ ინტელის სასწავლო კურსი. ტრენინგის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ქეთევან ცერაძე.
     ტრენინგის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო უნარების უნარების განვითარება.
      ეს ტრენინგი დაგვეხმარება სასწავლო პროცესში პროექტების განხორციელების დროს.
      ტრენინგის ყოველი დღე იყო ნაყოფიერი და ბევრის მომცემი.                                    
      ქალბატონ ქეთისთან მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის და განათლების სამინისტროს.

ტრენინგის მეცხრე დღე




       ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
       გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები.
        ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნა და მთავარი გვერდების დამატება მოსწავლის  ბლოგში. ვისწავლეთ ისიც თუ როგორ უნდა ავტვირთოთ ვიდეო youtube -დან ჩვენს ბლოგზე და მისი რედაქტირება.
        ვისწავლეთ  picasaweb.com - ში მუშაობა, ვიდეო ალბომების შექმნა და მისი ატვირთვა ჩვენს ბლოგზე.
        შევაჯამეთ განვლილი ტრენინგი და დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს გლოგზე.

Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მერვე დღე


     ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.გადავხედეთ პროექტის გეგმას და  გავაკეთეთ ჩასწორებები.
      ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა და მისი მოთავსება ჩვენს საქაღალდეში.ფასილიტაციის რესურსი დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს პროექტზე  მუშაობის პროცესში.დავინახეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა ჩვენს მომავალ საქმიანობაში.
        გადავხედეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.
        ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ თუ როგორ მივანიჭოთ ჩვენს საქაღალდეს ინტერნეტ მისამართი.ვისწავლეთ სიის გაჯეტის გაკეთება და მისი მეშვეობით ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
       დღის ბოლოს ნასწავლი მასალის რეფლექსია ავსახეთ ჩვენს ბლოგზე.